"ბილდ ჯორჯია" ზრუნავს ყოველ მომხმარებელზე

"ბილდ ჯორჯია" ზრუნავს ყოველ მომხმარებელზე

შპს ,,ბილდ ჯორჯია” (ს/კ 405085731) თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს რაიმე სახის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის, კერძო თუ იურიდიული პირების მიმართ:
- კომპანია ჯეროვნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს;
- კეთილსინდისიერად იხდის კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს;
- კომპანიის ბალანსზე არსებული ქონება უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლოა;
- არ აქვს საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ყადაღა/აკრძალვა;
- დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია მზადაა წარმოადგინოს მისი კუთვნილი ნებისმიერი ფინანსური, იურიდიული თუ ტექნიკური დოკუმენტაცია.

დეველოპერული კომპანიის ,,ბილდ ჯორჯია" სამენეჯმენტო გუნდი წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი კომპანიების ,,ექსკლუზივ ჯორჯია" და ,,დედაბოძი" გამოცდილი თანამშრომლებისგან. კომპანიის ,,ბილდ ჯორჯია" მთავარი პარტნიორია შპს,, ექსკლუზივ ჯორჯია", რომელიც წარმატებულად ახორციელებს თავის საქმიანობას 2009 წლიდან - http://www.exclusive-geo.ge ,,ბილდ ჯორჯიას" დაკვეთით სამშენებლო ოპერაციებს ახორცილებს ასევე პარტნიორი ორგანიზაცია ,,ალფას ბუილდინგი".

კომპანიის მიზანი:
საქართველოში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა სამშენებლო სტანდარტების და მომხმარებელთა მოთხოვნებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მდებარეობს გეოაქტიურ ზონაში, ძირითადი ყურადღება დათმობილია გეოლოგიურ კვლევებზე და მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის სიმტკიცესა და სიმყარეზე, რაც აუცილებელი ფაქტორია ბინათ მფლობელების და ოჯახების უსაფრთხო ცხოვრებისთვის. ამასთან, მშენებლობის დროს მაქსიმალურად გათვალისწინებულია თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, რომ საცხოვრებელი გარემო იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი და მოსახერხებელი.
,,ბილდ ჯორჯია" - საიმედო და პატიოსანი მშენებლობა საქართველოში
კომპანიის ძირითადი პრინციპებია:
  • სანდოობა და საიმედობა; გამჭირვალეობა;
  • მაღალი ხარისხი და ოპტიმალური ფასი;
  • მომხმარებლების მოსაზრებებისა და ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება;
  • კეთილსინდისიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობა პარტნიორებთან;
  • სამშენებლო და ეკოლოგიური სტანდარტების განუხრელი დაცვა

საკონტაქტო ინფორაცია

ქ.თბილისი, წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 320
574 99 99 66
www.buildgeo.ge

შემოგვიერთდით Facebook-ზე