ვაზისუბანი 2


სამეწარმეო ამონაწერი

საჯარო რეესტრის ამონაწერი


მშენებლობის ნებართვა

საექსპერტო დასკვნა

კონსტრუქციული ნაწილი


კომპანია ,,ბილდ ჯორჯია“ პროექტში - ვაზისუბანი-2. გთავაზობთ ხარისხიან საცხოვრებელ ბინებს.


კორპუსი დგას კლდოვან და მშრალ ქანებზე, რაც დასტურდება სათანადო გეოლოგიური კვლევებით და სურათებით (სათანადო მასალა იხილეთ საიტზე და ფბ-გვერდზე).


მშენებლობაში გამოყენებულია  უკრაინული A500 კლასის არმატურა და ადგილობრივი მაღალი  (B25 და M350) მარკის ბეტონი (ბეტონის გამოცდის ოქმები და ინფორმაცია  არმატურის წყობის და  სახეობის შესახებ იხილეთ ფბ გვერდზე).


პროექტის კონსტრუქციული გაანგარიშება განხორციელებულია თბილისში ნორმირებულ 8 ბალზე გამოცდილი კონსტრუქტორების მიერ (CV იხილეთ საიტზე).


გარე კედლების წყობა განხორციელდება ევროპული სტანდარტის ბეტონის ბლოკით, რომელიც შეიმოსება წყალმედეგი პენოპლასტით (მათბუნებელი ფენა). პენოპლასტზე მოეწყობა არმირებული შელესვა, შემდგომ ზედაპირი დაიგრუნტება და შეიღებება მაღალი ხარისხის სილიკონის საფასადე საღებავით.


არ-ფანჯრები მოეწყობა   ევროპული ხარისხის ,,weiss profil”-ის ოთხ კამერიანი PVC პროფილებით და სათანადო მინაპაკეტით, აგრეთვე, დამონტაჟდება თანამედროვე უხმაურო, ლამაზი დიზაინის ლიფტები.


კორპუს აქვს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა -ცენტრალური გზიდან დაშორებულია  60  მეტრით, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გამონაბოლქვმა და  ავტომობილების ხმაურმა თქვენამდე არ მოაღწიოს. ჩვენ გთავაზობთ ხარისხს, კომფორტს,  სიმშვიდეს და ამ ყველაფერს საუკეთესო ფასად.


,,BUILD GEORGIA ‘’ - საიმედო და ხარისხიანი მშენებლობა


 

შემოგვიერთდით Facebook-ზე