ჩვენ შესახებ
კომპანიის შესახებ
შპს "ბილდ ჯორჯია" თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
- ჯეროვნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს;
- არ აქვს რაიმე სახის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის, კერძო თუ იურიდიული პირების მიმართ;
- არ აქვს საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ყადაღა/აკრძალვა, სასამართლო დავა;
- კომპანიის ბალანსზე არსებული ქონება უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლოა;
- მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია მზადაა წარმოადგინოს მისი კუთვნილი ნებისმიერი ფინანსური, იურიდიული თუ ტექნიკური დოკუმენტაცია.
კომპანიის მიზანი:
საქართველოში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა სამშენებლო სტანდარტების, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მდებარეობს გეოაქტიურ ზონაში, ძირითადი ყურადღება გამახვილებულია გეოლოგიურ კვლევებზე და მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის სიმტკიცესა და სიმყარეზე, რაც აუცილებელი ფაქტორია ბინათმფლობელების და ოჯახების უსაფრთხო ცხოვრებისათვის. ამასთან, მშენებლობის დროს მაქსიმალურად გათვალისწინებულია თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, რათა საცხოვრებელი გარემო იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი და მოსახერხებელი.
"ბილდ ჯორჯია"- საიმედო და პატიოსანი მშენებლობა საქართველოში.
კომპანიის ძირითადი პრინციპებია:
- სანდოობა და საიმედობა;
- მაღალი ხარისხი და ოპტიმალური ფასი;
- მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება;
- კეთილსინდისიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობა;
- სამშენებლო და ეკოლოგიური სტანდარტების განუხრელი დაცვა;