ჩვენი სერვისები
ჩვენი სერვისები
მიწის და საცხოვრებელი ფართების მფლობელებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან
სამშენებლო კომპანიის/ინვესტორის მოძიებით და მათ კუთვნილ ტერიტორიაზე
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობით
შპს ,,ბილდ ჯორჯია“ გთავაზობთ საკუთარი ხარჯებით განახორციელოს შემდეგი სამუშაოები:
1. თქვენს მიწის ნაკვეთზე მოამზადოს პროექტირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია (წითელი ხაზების დადგენა, საკადასტრო გეგმა, ტოპო გადაღება, განაშენიანების რეგულირების გეგმა, ქალაქგემარებითი პირობების დადგენა, კოეფიციენტების განსაზღვრა, სათანადო რეგისტრაციების უზრუნველყოფა);
2. განახორციელოს მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა სახის საკონსულტაციო მომსახურება;
3. განსაზღვროს მიწის ნაკვეთზე ხაზობრივი ნაგებობების მდებარეობა და საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციების მფლობელ ორგანიზაციებთან განახორციელოს კოორდინაცია ხაზობრივი ნაგებობების მდებარეობის შეცვლის მიზნით, სათანადო ხარჯების უზრუნველყოფით;
4. არსებულ შენობებთან მიმართებაში მოამზადოს დემონტაჟის პროექტი და მიიღოს დემონტაჟის ნებართვის, შემდგომში შენობის დემონტაჟის უზრუნველყოფით;
5. არსებულ მიწაზე მოამზადოს სამშენებლო პროექტი და შეათანხმოს იგი ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან, აგრეთვე, მიიღოს სამშენებლო ბრძანება;
6. მესაკუთრეებთან გააფორმოს აღნაგობის უფლების და ვალდებულების ხელშეკრულება;
7. განახორციელოს სამშენებლო ოპერაციები და აღმართოს ახალი შენობა-ნაგებობა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული სამშენებლო ბრძანების შესაბამისად;
8. მიწის მესაკუთრეები დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით, რომელიც დაიანგარიშება ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის სასარგებლო მოცულობიდან, სავარაუდოდ, 15 %– 25 % -ის ფარგლებში, რაც წარმოადგენს შეთანხმების საგანს (პროექტის დამტკიცების შემდეგ, შესაძლებელია ნაწილობრივი ანგარიშსწორებაც მიწის რეალური ღირებულებიდან და არა ზედ ასაშენებელი ფართის ღირებულებიდან გამომდინარე), რომელიც გაიცემა თანაბარ წილად მიწის მესაკუთრეების წილობრივი მფლობელობის შესაბამისად;
9. მშენებლობის მიმდინარეობის დროს ბინათმესაკუთრეებს უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებელი ფართებით.
სამშენებლო კომპანიასთან/ინვესტორთან ურთიერთობის დასაწყებად მესაკუთრეებმა კუთვნილ მიწასთან თუ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით უნდა მოაწესრიგონ შემდეგი საკითხები:
1. საკუთარი მიწის/საცხოვრებელი ფართის სარეგისტრაციო საკითხების მოწესრიგება და საერთო ფართში საკუთარი თანამფლობელობის წილის განსაზღვრა სხვა მესაკუთრეებთან შეთანხმებით;
2. საკუთარი მიწის/საცხოვრებელი ფართის ვალდებულებებისგან (იპოთეკა, ყადაღა, გირაო) განთავისუფლება და მასთან დაკავშირებული სადაო საკითხების მოგვარება;
3. ოჯახის წევრებთან საერთო აზრზე შეჯერება საკუთრებაში არსებული მიწის თუ საცხოვრებელი ფართის გასხვისებასთან დაკავშირებით და საკუთარი მოთხოვნების ობიექტურად და ნათლად ჩამოყალიბება;
4. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, რომელმაც შემდგომში პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება გავლენა იქონიოს მოლაპარაკების თუ მშენებლობის პროცესზე, წინასწარ განსაზღვრა და ჩამოყალიბება;
5. სამშენებლო კომპანიასთან/ინვესტორთან კოორდინაციის მიზნით უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის გამოყოფა;
6. მოლაპარაკებები იწარმოება მიწის მესაკუთრეებთან ერთობლივად და არა თითოეულთან ცალ-ცალკე, ხოლო პროექტირების და მშენებლობის დეტალები, ასევე გასაცემი და დასაკმაყოფილებელი ფართების თუ თანხების საკითხები იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებისთვის ხელმოსაწვდომი ნებისმიერ დროს.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ:
ტელ: 574 99 99 66
შპს ,,ბილდ ჯორჯია“
ს/კ 405085731